კამათი „დონბასის“ და „სამშვიდობოს“ მეთაურებს შორის სექსუალური ორიენტაციის თემაზე (ვიდეო)

უკრაინაში პოლიტიკური გადაცემა „შუსტერ Live“-ს პირდაპირ ეთერში ბატალიონების „დონბასი“ და „სამშვიდობოს“ მეთაურებს სემენ სემენჩენკო და ანდრეი ტეტერუკს სექსუალური ორიენტაციის თემაზე კამათი „რადიკალური პარტიის“ ლიდერთან ოლეგ ლიაშკოსთან მოუვიდათ. გამოსვლისას ტეტერუკმა ლიაშკოს ამომრჩევლების წინაშე ბოდიშის მოხდა სთხოვა იმის გამო, რომ ის „ფრონტზე მებრძოლის“ როლს თამაშობდა. და აღნიშნა, რომ უკრაინის რადაში ასეთი ადამიანების შეშვება არ შეიძლება. ეს გახდა კამათის მიზეზი, რომელიც კინაღამ ჩხუბში იმის შემდეგ გადაიზარდა, რაც სემენჩენკომ ლიაშკოს სექსუალური ორიენტაციის შესახებ დაიწყო საუბარი. კამათში გადაცემის წამყვანი სავიკ შუსტერი ჩაერთო.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BGiSja4BkQo” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები