პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ხელვაჩაურის პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორებმა მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

“შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ნარკოტიკული დანაშაულის არსსა და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და სასჯელებზე, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები