რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

“შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით. მოსწავლეებს პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები