შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული გ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1984 წელს დაბადებული მ.ა. და 2002 წელს დაბადებული ა.ხ.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 380 გრამი „ალფა-პვპ“ და 120 გრამზე მეტი „გამომშრალ მარიხუანა“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.