უკრაინაში „სახალხო ფრონტი“ ლიდერობს – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროტოკოლების 40,04 % დაითვალა
უკრაინაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონული პროტოკოლების 40,04% დაითვალა. არსებული მოპნაცემებით, „სახალხო ფრონტი“ ლიდერობს. უკრაინული პრესის ცნობით, პროტოკოლების დამუშავების შედეგად ცნობილი გახდა, რომ 5 % ბარიერი გადალახეს შემდეგმა პარტიებმა: „სახალხო ფრონტი“ – 21,6%, „პეტრე პოროშენკოს ბლოკი“ – 21,51%, „გაერთიანება „სამოპომიჩ“ – 11,03%, „ოპოზიციური ბლოკი“ – 9,78%, რადიკალური პარტია – 7,4%, „ბატკივშინა“ – 5,72%. საერთო ჯამში დათვლილია 5 492968 ხმა.