გრიგორი კარასინი: ბინძური კამპანიის მიუხედავად არჩევნები უკრაინაში შედგა

რუსეთში აღიარეს, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნები შედგა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ჩვენ ოფიციალურ შედეგებს ველოდებით, ჯერჯერობით ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებია. თუმცა უკვე ახლა ცხადია რომ არჩევნები, საკმაოდ მკაცრი და ბინძური კამპანიის მიუხედავად, შედგა. ძალების გადანაწილება, რომელიც ახლა არის გამოკვეთილი, უკრაინის ხელისუფლებას ალბათ იმის საშუალებას აძლევს, რომ მთელი საზოგადოების ძირითადი პრობლემების გადაწყვეტით დაკავდეს“, – აღნიშნა კარასინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ახალ რადაში აუცილებელი იქნება „მთელ საზოგადოებასთან ინკლუზიური დიალოგის დამყარება, რეგიონების წარმომადგენლებთან პირდაპირ კონტაქტებზე გასვლა და კიევის ქმედებებით გამოწვეული პრობლემების დიპლომატიური გადაწყვეტილებისკენ სწრაფვა“. მანამდე რუსეთის დუმაში განაცხადეს, რომ პატივს სცემენ მათ პოზიციებს, ვინც უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და იმ დეპუტატებთან სურთ თანამშრომლობა, რომლებიც კონსტრუქტიულად არიან განწყობილნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები