„სააკაშვილი და მისი მთავრობა უცხოეთში ნაცნობ სტუდენტებს უშვებდა სასწავლებლად“

სააკაშვილი და მისი მთავრობა მათი ნაცნობი სტუდენტების გაგზავნით იყო დაკავებული უცხოეთში სასწავლებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, შემდეგ აღნიშნული სტუდენტები საქართველოში აღარ ჩამოდიოდნენ, ან თუ ჩამოდიოდნენ საქმდებოდნენ კერძო სექტორში, ანუ სახელმწიფო ყრიდა რეალურად მათში ინვესტირებულ თანხას. პრემიერის განცხადებით, ახალმა მთავრობამ ეს მიდგომა შეცვალა. “როგორი მიდგომა იყო რამდენიმე წლის წინ. შემდეგ ეს ბავშვები აღრ ჩამოდიოდნენ საქართველოში ან თუ ჩამოდიოდნენ საქმდებოდნენ კერძო სექტორში, ანუ სახელმწიფო ყრიდა რეალურად მათში ინვესტირებულ თანხას. ჩვენ შევცვალეთ ეს მიდგომა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვახდენთ ინვესტირებას ბავშვზე, ეს ინვესტიცია უნდა დაუბრუნდეს ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები