ლევან მახაშვილი: საქართველო და მისი პოლიტიკური სისტემა უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს

“საზოგადოებას ოპოზიციისგან ბევრი ლამაზი სიტყვა ახსოვს. ეს ადამიანები ისევ ილუზიებში არიან. არჩევნები 2028 წელს ჩატარდება. ამიტომ, არჩევნებზე მოწოდებები და მინიშნებები აზრს მოკლებულია”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს.

„ნამდვილად, საქართველო და მისი პოლიტიკური სისტემა იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და უკეთეს ოპონირებას. ქვეყანა თუ რაიმეს იმსახურებს, უკეთესი ოპოზიციაა. ისეთი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სახელმწიფოს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლის ფარგლებშიც უნდა განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. სისტემიდან ამოვარდნილი ძალები არიან, რომლებიც თავიანთი გავლენის მოპოვების გარდა, არაფერზე ფიქრობენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები