გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და NDC Partnership-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი განათლებისა და ქვეყნის კლიმატური პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და საერთაშორისო პლატფორმის “NDC Partnership” წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის საქართველოს განახლებულ კლიმატურ ვალდებულებებთან (NDC 3.0) უფრო მჭიდრო ინტეგრაცია იყო. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის გეგმებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სათბურის გაზების ემისიების შემცირება, გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერება, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ცენტრის წარმომადგენლებმა პარტნიორებს მიმდინარე პროგრამები და პროექტები გააცნეს, მათ შორის – სატყეო და აგრობანაკები, კლიმატის ცვლილების საკითხებზე საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები, ასევე პროფესიული განათლების მხარდაჭერის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა, დეტალურად ისაუბრა ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, მათ შორის სატყეო და აგრო ბანაკებზე, გარემოსდაცვითი განათლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე, ასევე ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) განახლების პროცესსა და იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და პროფესიული განათლების მხარდაჭერას.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ბიომრავალფეროვნების დაცვის, გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ერთობლივი ინიციატივები ხელს შეუწყობს როგორც გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას, ისე საქართველოს კლიმატური ვალდებულებების ეფექტიან განხორციელებას.

NDC Partnership წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული ვალდებულებების შესრულებასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ეხმარება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები