ისრაელში აშშ-ირანის შესაძლო შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან

ისრაელი არ დაუშვებს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა.

ოფიციალური პირის თქმით, ეს ცუდი გარიგებაა, რომელმაც შესაძლოა, თელ-ავივს ზიანი მიაყენოს.

ბენ-გვირის განცხადება აშშ-ირანის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე გავრცელდა. ისრაელის ულტრამემარჯვენე მინისტრი შეთანხმების მიმართ მკვეთრად კრიტიკულია და აცხადებს, რომ ირანისთვის დათმობებზე წასვლა რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონი და თეირანი ბოლო კვირებში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები