ლევან მახაშვილი: უკრაინასთან მიმართებით ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, შესაძლებლობების ფარგლებში როგორც ვუჭერდით მხარს, ისე ვუჭერთ

“უკრაინასთან მიმართებით ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, შესაძლებლობების ფარგლებში როგორც ვუჭერდით მხარს, ისე ვუჭერთ”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ბევრ ადამიანს კითხვა უჩნდება, რა შეიცვალა უკრაინის პოლიტიკაში. ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ბევრ ჩვენგანს არ გვქონდეს, მაგრამ ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა – უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში როგორც ვუჭერდით მხარს, ისე ვუჭერთ. სიტყვის დონეზე შეცვლილი რიტორიკა გვესმის. ამიტომ, საინტერესოა, მათი მოტივაცია რა არის. გულწრფელი თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ დავაკვირდებით, ლამაზი სიტყვების მიღმა უკრაინა რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები