“ევროპარლამენტისგან ობიექტურ მსჯელობას დიდი ხანია, აღარ ველოდებით; წინა დებატებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დღეს ტყუილებს მოვისმენთ” – მახაშვილი
“ევროპარლამენტისგან ობიექტურ მსჯელობას დიდი ხანია, აღარ ველოდებით; წინა დებატებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დღეს ტყუილებს მოვისმენთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
ის საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა.
„თუ მათ რეალური სურვილი აქვთ, რომ სიმართლეში გაირკვნენ, უნდა იცოდნენ, რომ ამ სახის დებატები გამოიყენება არა სიმართლეში გასარკვევად, არამედ, კიდევ ერთხელ, პოლიტიკური პროპაგანდისთვის. ეს ის დებატები არ არის, რაც ევროპარლამენტს უნდა ამოძრავებდეს. როგორც წესი, სიყალბე ვრცელდება, რომელსაც იტაცებენ, როგორც სიმართლეს და ნაჩქარევ პოლიტიკურ დასკვნებს აკეთებენ. იმის ნაცვლად, რომ სიმართლეში ერკვეოდნენ, პოლიტიკურ პროპაგანდას ვიღებთ”, – ამბობს მახაშვილი.