“ბიბისისგან“ ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან – დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რისთვისაც ეს გაერთიანება შეიქმნა” – მათიკაშვილი

“ბიბისისგან“ ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან – დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რისთვისაც ეს გაერთიანება შეიქმნა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“მათი მხრიდან ერთი მუჭა „ენჯეოებზე“ დაყრდნობა არ უნდა მოხდეს, მათგან ქართველი ხალხის პატივისცემას ველოდებით. არ ვიცი, მათი მხრიდან ეს ნაბიჯები რამდენად იქნება გადადგმული, რადგან ბოლო რამდენიმე არჩევნების შემდეგ იგნორირება და ფეხქვეშ გათელვა იყო, რასაც ევროკავშირისგან დავინახეთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ევროკავშირში საღი აზრი გაიმარჯვებს, რაც ჩვენთვის და მათთვის ხელსაყრელი იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები