არჩილ გორდულაძე – საქართველო დაბალი ღობე არ არის და ყოველთვის იტყვის, როდის არის ჭეშმარიტება და სიცრუე – ევრობიუროკრატებისგან სწორედ ამიტომ არის მცდელობები, რომ ქართველი ხალხის დაშანტაჟება მოხდეს

„საქართველო დაბალი ღობე არ არის და ყოველთვის იტყვის, როდის არის ჭეშმარიტება და სიცრუე, ევრობიუროკრატებისგან სწორედ ამიტომ არის მცდელობები, რომ ქართველი ხალხის დაშანტაჟება მოხდეს,“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„კაია კალასისა და სხვა არარჩეული ბიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება, სიმართლის გაჟღერება, ფეხქვეშ გათელილი უნდა იყოს სიმართლე და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც ევრობიუროკრატები გადაწყვეტენ. ამერიკას ვერაფერს უბედავენ მისი სიძლიერიდან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით კი, მსგავსი განცხადებების გაკეთება უმარტივდებათ, რადგან მიიჩნევენ, რომ ჩვენ დაბალი ღობე ვართ. ძალიან ცდებიან, რადგან საქართველო დაბალი ღობე არ არის და ყოველთვის იტყვის, როდის არის ჭეშმარიტება და სიცრუეს ყოველთვის ამხელს. ევრობიუროკრატებისგან სწორედ ამიტომ არის მცდელობები, რომ ქართველი ხალხის დაშანტაჟება მოხდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, რა თქმა უნდა, სასიამოვნო წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერიოთ ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები