“საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მათ საკუთარ ხელში შანტაჟის მექანიზმიც აღარ დარჩებათ” – გორდულაძე
“საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ერთადერთი საშუალებაა არაარჩეული ევრობიუროკრატების მიერ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია.
“საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მათ საკუთარ ხელში შანტაჟის მექანიზმიც აღარ დარჩებათ. ამიტომ, თუ ეს მოხდება, ევრობიუროკრატიას ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ შანტაჟის სხვა ბერკეტი აღარ დარჩება. ამიტომ, მსგავსი მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა გორდულაძემ.