კიევში 20 ადამიანი ჩავიდა, რომლებსაც ებოლათი დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ (ვიდეო)

უკრაინაში შესაძლოა, ებოლას ვირუსი გავრცელდეს. უკრაინული პრესის ინფორმაციით, კიევში 20 ადამიანი ჩავიდა, რომლებსაც დასავლეთ აფრიკაში ვირუსით დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ. ცნობილია, რომ ადამიანები კიევში სიერა-ლეონედან ჩავიდნენ, სადაც ეპიდემიის მასშტაბური გამოვლინებაა დაფიქსირებული. თავდაპირველად აფრიკიდან ჩამოსული მგზავრები ალექსანდროვის საავადმყოფოში უნდა წაეყვანათ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აეროპორტიდან მგზავრები დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის საქალაქო დეპარტამენტში ეს ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს. შეგახსენებთ, რომ ეპიდემიის განმავლობაში მსოფლიოში 10 000 ადამიანი დაინფიცირდა. იღუპებოდა კი ყოველი მეორე.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=YKNnLIkE7Rs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები