ორშაბათს ინდოეთის დედაქალაქი მკვრივმა ტოქსიკურმა სმოგმა მოიცვა, რამაც ჰაერის დაბინძურების დონე ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე აიყვანა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.
არსებულმა ვითარებამ შეაფერხა მგზავრობა და ხელისუფლება აიძულა, უმკაცრესი შეკავების ზომები დაეწესებინა. 40-ზე მეტი რეისი გაუქმდა და რამდენიმე ათეული გადაიდო. ხელისუფლების ცნობით, ნიუ-დელიდან ჩამოსული და გამავალი 50-ზე მეტი მატარებელი რამდენიმე საათით დაგვიანდა.
ჯანდაცვის ექსპერტებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავი აარიდონ ღია ცის ქვეშ ყველანაირ აქტივობას. მათივე თქმით, საავადმყოფოებში სუნთქვის გაძნელებისა და თვალის გაღიზიანების მქონე პაციენტების შემოდინება გახშირდა.
ხელისუფლებამ ძველი დიზელის სატვირთო მანქანების მოძრაობა შეზღუდა, სამშენებლო პროექტები შეაჩერა და სკოლები ჰიბრიდულ სწავლებაზე გადაიყვანა.
ისინი ასევე მოუწოდებენ რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს და გულის ან სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანებს, დარჩნენ სახლში.
როგორც მედია აღნიშნავს, მეგაპოლისში, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ყოველ ზამთარს ჰაერის დაბინძურების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება.