მაკა ბოჭორიშვილი ჰააგაში დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჰააგაში დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას. კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები