არჩილ გორდულაძე – “ბიბისის” ფილმზე: ჩვენს შემთხვევაში საქართველოს დააბრალეს ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიც მსოფლიოში აღარ გამოიყენება 20-იანი წლების შემდეგ
“ჩვენს შემთხვევაში საქართველოს დააბრალეს ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიც მსოფლიოში აღარ გამოიყენება 20-იანი წლების შემდეგ,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ “ბიბისის” მიერ მომზადებულ ფილმზე საუბრისას განაცხადა.
„BBC-ი, რომელიც ერთ დროს იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სამწუხაროდ გადაიქცა იმ ჟურნალისტიკად, რომლის მთავარი მიზანია, რომ გააშავოს პირები, რომლებიც კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ. ასეთივე მდგომარეობაა პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში, რომელსაც იმ სიტყვების თქმა დააბრალეს, რომელიც საერთოდ არ უთქვამს. ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს დააბრალეს ისეთი იარაღის გამოყენება, რომელიც მსოფლიოში აღარ გამოიყენება 20-იანი წლების შემდეგ. ეს იყო პირდაპირი შეტევა საქართველოზე და იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომელიც საბოლოო ჯამში დავიდა იქამდე, რომ თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა და ძაღლი ვეღარ ცნობს პატრონს. ტრამპი თუ შეიტანს საჩივარს, სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში, უნდა იყოს მიღებული მის სასარგებლოდ გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გორდულაძემ.