სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფეხბურთელი სენზო მეიივა მოკლეს
27 წლის სენზო მეიივა, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი იყო მოკლეს – ამ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ფეხბურთელი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. როგორც ცნობილია იგი დასახლება ვოსლორუსში მოკლეს, რომელიც იოჰანესბურგიდან 20 კმ-ში მდებარეობს. მეიივა ნაკრების გარდა ასევე იოჰანესბურგის „ორლანდო პაირეტსის“ კაპიტანი იყო. ფეხბურთელის მკვლელობის ვერსიები ჯერ-ჯერობით უცნობია.