ნიგერიაში ათობით ბავშვი გაიტაცეს

ნიგერიაში დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკებმა“დაახლოებით 30 ბავშვი გაიტაცეს. ბორნოს შტატში განაცხადეს, რომ სოფელ მაფაში 11 წელზე ზევით გოგონები და 13 წელზე მეტი ასაკის ბიჭები გაიტაცეს. ისლამისტების თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა. ნიგერიის ხელისუფლება „ბოევიკებთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები