„ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია ავსტრალიიდან; საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ” – მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია ავსტრალიიდან. ღრმად ვარ დამწუხრებული ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დროს მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.