“მთავარი დავალება, რომელიც გვაქვს პრემიერ-მინისტრისგან, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად ეფექტიანი იყოს თითოეული დანახარჯი მოსახლეობისთვის რეალური კეთილდღეობის მოსატანად” – მიხეილ სარჯველაძე

“მთავარი დავალება, რომელიც გვაქვს პრემიერ-მინისტრისგან, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად ეფექტიანი იყოს თითოეული დანახარჯი მოსახლეობისთვის რეალური კეთილდღეობის მოსატანად”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა – მიხეილ სარჯველაძემ 2026 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განუცხადა.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ამას ასე ხედავს – ნებისმიერი წინსვლა ითარგმნებოდეს თითოეული მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრების პირობებში. ამიტომ ბუნებრივია, სად, თუ არა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ვხედავთ საჭიროებას, რომ მთელი სახელმწიფო ბიუჯეტით და შესაძლებლობებით მხარში დაუდგეს იმას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები