“თუ არ შეცვლის ბრიუსელი პოლიტიკას მსოფლიოს მასშტაბით, ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი ამ გაერთიანებას არ უწერია” – თორნიკე ჭეიშვილი
“დაახლოებით 3 წელია, “ქართული ოცნების” ხელისუფლება იმაზე საუბრობდა, რაზეც დღეს ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს. ჩვენ, ზოგადად, პოლიტიკურ ნაწილში თანხვედრა გვაქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა.
მისივე თქმით, სანამ კონსერვატიული ძალები არ იქნება თავმოყრილი ევროკავშირის ქვეყნებში, მანამ ეს პრობლემა იდგება.
“თუ არ შეცვლის ბრიუსელი პოლიტიკას მსოფლიოს მასშტაბით, ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი ამ გაერთიანებას არ უწერია. ზოგადად, გაერთიანების წინააღმდეგები არ ვართ, ჩვენი მისწრაფებები იქით მიდის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხელის გადაგრეხის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, ის ფასეულობები, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა ევროპას უნდა დაუბრუნდეს”, – განაცხადა ჭეიშვილმა.