გია იაკობაშვილი – BBC-ის ფილმზე: ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ამ ტყუილს, კარგად იყო დაგეგმილი თავად უნისონი, რომელშიც მოქმედებენ ეს ორგანიზაციები თუ ცალკეული ადამიანები

“ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ამ ტყუილს, ძალიან კარგად იყო დაგეგმილი თავად უნისონი, რომელშიც მოქმედებენ ეს ორგანიზაციები თუ ცალკეული ადამიანები”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ ონლაინ გამოცემა For.ge-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, გია იაკობაშვილმა BBC-ის ფილმზე საუბრისას განაცხადა.

„ახლა დაიწყეს ლაპარაკი ერთი კვირის წინ, რომ თურმე ვიღაცას ცრემლები წამოუვიდა, ვიღაცის თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა და ვიღაცის ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.

ჩანდა, რომ ეს პროცესი დადგმული იყო, მაგრამ ისიც ჩანდა, რომ ძალიან ნაჩქარევად იყო თვითონ ეს პროცესი დადგმული და ამ ფილმის სიუჟეტი გაკეთებული. ჩვენ ვიცით, რომ ამ აირის გავრცელებასთან ერთად ფაქტობრივად ადამიანები რამდენიმე წუთში იღუპებოდნენ და იღუპებოდნენ საშინელი სიკვდილით.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ წლების განმავლობაში ისეთი ტყუილები და ისეთი მასშტაბის ტყუილები იკადრეს, რომ საზოგადოებას უკვე იმუნიტეტი გაუჩნდა, მათი აღარავის არ სჯერა. ვინც იგონებს ამ ტყუილებს, ისევ თვითონ იჯერებენ ამას ალბათ, თუმცა, შესაძლოა თვითონაც არ იჯერებენ“, – აღნიშნა იაკობაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები