ვატო შაქარიშვილი – პრემიერის აშხაბადში ვიზიტზე: ეს არის სწორედ ის რეგიონი, რომელთან თანამშრომლობაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ბევრ სარგებელს

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აშხაბადში ვიზიტი შეაფასა.

„ეს არის სწორედ ის რეგიონი, რომელთან თანამშრომლობაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ბევრ სარგებელს. საქართველოში, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დააჯერეს, რომ მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება ყოფილიყო კონტროლირებადი, რეგულირებადი ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას არ მისცემოდა საშუალება გაძლიერებულიყო ეკონომიკურად, რადგან ეკონომიკური გაძლიერება შემდგომში უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენული პოლიტიკის წარმოებას, შემდგომ რთული ხდება მისი კონტროლი და შიდა საქმეებში ჩარევა და ეს, რა თქმა უნდა, შესაბამის ძალებს არ აწყობდათ“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები