ლევან მახაშვილი: დღეს ამერიკა პირდაპირ საუბრობს იმ კრიზისულ განვითარებაზე, რაც არის ევროპაში ბევრი მიმართულებით

“ამერიკის შეერთებული შტატების ხმის აწევა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც თავად აშშ-ში უფრო მეტად ჯანსაღი ძალები მოვიდნენ, რომელთა მთავარი მიზანი არის არა ახალი დაპირისპირების კერების შექმნა მსოფლიოში, არამედ მაქსიმალურად, მშვიდობის დღის წესრიგის გატარება,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„დღეს საქართველოს ხელისუფლებას ვეღარავინ დააბრალებს, რომ რამე მოვიგონეთ, დღეს ამერიკა პირდაპირ საუბრობს იმ კრიზისულ განვითარებაზე, რაც არის ევროპაში ბევრი მიმართულებით. საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ ეს უბრალოდ რიტორიკა არ იქნება და ეს რიტორიკა კონკრეტულ საქმესა და პოლიტიკაში გადაითარგმნება ამერიკის მხრიდან და რაც მთავარია საქართველოს ურთიერთობებზეც დადებითად აისახება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები