დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატები კრიტიკას არ იღებენ – მათ მოუწევთ აღიარება იმ არასწორი, საკუთარი თავის დამანგრეველი პოლიტიკისა, რასაც ბოლო პერიოდია აწარმოებენ
„ევრობიუროკრატები კრიტიკას არ იღებენ – მათ მოუწევთ აღიარება იმ არასწორი, საკუთარი თავის დამანგრეველი პოლიტიკისა, რასაც ბოლო პერიოდია აწარმოებენ,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ის პოლიტიკა, რასაც ევროკავშირი აწარმოებდა, სახელმწიფოთა ამ გაერთიანებას აუცილებლად კრახისკენ მიიყვანს. ეს არის იდეოლოგიური, ღირებულებითი კრახი და ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაზე პირდაპირ არის მითითებული. ასევე, არაერთგზის იყო აღნიშნული, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, ასევე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან სწორედ ეს ძალიან არასწორი და საკუთარი თავის დამაზიანებელი პოლიტიკური ქმედებები, რაც არის ევროკავშირის შიგნით. ბუნებრივია, ევრობიუროკრატები კრიტიკას არ იღებენ. მათ მოუწევთ აღიარება იმ მდარე, არასწორი, საკუთარი თავის დამანგრეველი პოლიტიკისა, რასაც ბოლო პერიოდია, აწარმოებენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.