ფონ დერ ლაიენი – ტრამპს: ნუ ერევით ევროპულ დემოკრატიაში

დონალდ ტრამპი არ უნდა ჩაერიოს ევროპულ დემოკრატიაში,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მან ეს კომენტარი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა და მედიის ცნობით, ევროპაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

“არჩევნების დროს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და ეს უნდა იყოს დაცული.

ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეიცვალა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცვლებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს: რა არის ჩვენი პოზიცია, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე? მოდით, დავუჭიროთ მხარი გაერთიანებულ ევროპას. ეს ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები