პოროშენკო პარტნიორებს საკუთარ კოალიციაში უხმობს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისი პარტიის „პეტრე პოროშენკოს ბლოკის“ საფუძველზე იქნება ჩამოყალიბებული. შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე პოროშენკოს პარტია ლიდერობს.
პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტმა“ განაცხადა, რომ მზადაა საპრეზიდენტო ბლოკთან ერთად კოალიცია შექმნას.
გარდა ამისა, პოროშენკოს განცხადებით, კოალიციის ფორმირების წინადადება გარდა „ოპოზიციური ბლოკისა“ არაერთი პოლიტიკური ძალისთვის იქნება ღია.
ლვოვის მერმა და პარტია „გაერთიანება „თვითდახმარების“ ლიდერმა ანდრეი სადოვმა კი განაცხადა, რომ ხმების საბოლოო დათვლამდე კოალიციურ შეთანხმებებზე საუბარი არაკორექტულია.
„ოპოზიციურ ბლოკში“ კი აღნიშნავენ, რომ პარლამენტში ოპოზიციურ ნიშას დაიკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები