აფეთქებას ქარხანაში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში, ერთ-ერთ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ონტარიოს პროვინციის ქალაქ სარნიაში მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. შედარებით მსუბუქი დაზიანება მიიღო ქარხნის კიდევ ოთხმა თანამშრომელმა. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. აფეთქების შემდეგ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის მერის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრეებმა უკვე მოახერხეს და ადგილზე ახლა გამომძიებლები მუშაობენ. ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც აფეთქების გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები