პრემიერი – თურქმენეთის პრეზიდენტთან საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გააქტიურებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებს შორის საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.

„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან.

ჩვენი საუბარი კონცენტრირებული იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გააქტიურებაზე”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

https://x.com/PM_Kobakhidze/status/1999094397162733607?s=20

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები