არჩევნების შედეგად უკრაინაში „პეტრე პოროშენკოს ბლოკი“ ლიდერობს

უკრაინაში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი 6-მა პარტიამ გადალახა. გავრცელებული ინფორმაციით, „პეტრე პოროშენკოს ბლოკი“ ლიდერობს, მან ხმების 21,85% მიიღო. არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტს“ – 21,67%, „თვითდახმარებას“ 9,35%, ოპოზიციურ ბლოკს – 9,17%, ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ პარტიას – 8,27%, „ბატკივშინას“ კი 6,37% აქვს.
ლვოვის მერის ანდრეი სადოვის განცხადებით, ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები უკრაინელების მოლოდინის ანარეკლია.
იულია ტიმოშენკოს აზრით კი, არჩევნები უკრაინაში შედგა.
რაც შეეხება „სახალხო ფრონტს“, პარტია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არსენი იაცენიუკის კანდიდატურას წამოწევს. პარტიის წევრებს იმედი აქვთ, რომ იაცენიუკის კანდიდატურას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები