თორნიკე ჭეიშვილი: 2026 წლის ბიუჯეტი უკვე ითვალისწინებს შესაბამის გარანტიებს იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს წარმართული

“2026 წლის ბიუჯეტი უკვე ითვალისწინებს შესაბამის გარანტიებს იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს წარმართული,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

“ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც ადგილი ეთმობა, ერთის მხრივ, შესაბამის სოციალურ პროექტებს, ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ისე ინფრასტრუქტურულ საკითხებს და, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე. საგულისხმოა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი უკვე ითვალისწინებს შესაბამის გარანტიებს იმისათვის, რათა უმაღლესი განათლების რეფორმა იქნეს მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართული,” – აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითად პრიორიტეტებად ჯანდაცვა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე სოციალური პროექტები სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები