“წლევანდელი წელი მარკეტინგული კამპანიების თვალსაზრისით როგორი დახუნძლულიც იყო მრავალმხრივი აქტივობებით, ძალიან დიდი ხანია, არ ყოფილა” – მაია ომიაძე

“ნამდვილად ვიტყოდი, რომ წლევანდელი წელი მარკეტინგული კამპანიების თვალსაზრისით როგორი დახუნძლულიც იყო მრავალმხრივი აქტივობებით, ძალიან დიდი ხანია, არ ყოფილა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განუცხადა.

„მრავალმხრივია ტურიზმი და ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ფაქტობრივად ვერ ნახავთ საქართველოში ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ირიბად არ იყოს ტურიზმის სექტორში ჩართული, არ ავითარებდეს ჩვენთან ერთად ამ ბაზარს.

ნამდვილად ვიტყოდი, რომ წლევანდელი წელი მარკეტინგული კამპანიების თვალსაზრისით როგორი დახუნძლულიც იყო, მრავალმხრივი აქტივობებით, ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. ვფიქრობთ, შედეგმაც არ დააყოვნა უკვე.

გვიყვარს ხოლმე რეკორდული ფრაზების თქმა, ასე ვთქვათ და არ არის ეს დასამალი, ციფრები თავისას მეტყველებს, მაგალითად არასდროს საქართველოში არ ჩამოსულა ევროკავშირის პასპორტის მფლობელი ასეთი ოდენობით, რაც საქართველოში 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემით ჩამოვიდა.

შემოსავლების თვალსაზრისით ლიდერობდა საუდის არაბეთი, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების თვალსაზრისით. ბევრი ასეთი სიახლე გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, შედეგია დაუღალავი სისტემური, დაგეგმილი და კოორდინირებული მუშაობის.

ვფიქრობ, ყველაფრის შეჯამების თვალსაზრისით, 2025 წელი ძალიან წარმატებულ წლად შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა წინ მეოთხე კვარტლის შედეგებს დაველოდებით“, – აღნიშნა ომიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები