ტაილანდ-კამბოჯის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა
კამბოჯაში, მეზობელ ტაილანდთან სასაზღვრო შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაახლოებით, 20 დაშავდა,- ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ კვირაში ტაილანდში მომხდარმა თავდასხმებმა, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი სასაზღვრო დავის შედეგია, რამდენიმე თემში 20 000-ზე მეტი ადამიანი აიძულა, საკუთარი სახლებიდან ევაკუირებულიყო. ამასთან, განადგურდა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა ტაძრები, რამაც საზოგადოებრივი მომსახურების დარღვევა გამოიწვია.
“ამ მნიშვნელოვანი ზეგავლენის გარდა, კიდევ უფრო მეტი ტრაგედია და ზარალი გრძელდება, რადგან ტაილანდის სამხედროებმა სხვადასხვა ტიპის შორი მოქმედების საბრძოლო მასალა ისროლეს კამბოჯის სამოქალაქო დასახლებებში, რომლებიც საზღვრიდან 30 კილომეტრამდე მანძილზე მდებარეობს“, – ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
ორშაბათიდან შეტაკებები კამბოჯა-ტაილანდის საზღვრის გასწვრივ რამდენიმე პროვინციაში გავრცელდა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში.