ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც ერთმანეთს მშრომელთა პარტიის წარმომადგენელი, მოქმედი პრეზიდენტი დილმე რუსეფი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ესიო ნევესი უპირისპირდებიან.
ორივე კანდიდატი ბრაზილიის ეკონომიკის გაძლიერების პირობაზე აკეთებს აქცენტს.
140 მილიონ ამომრჩეველთა შორის ღარიბი ფენა დილმე რუსეფს ირჩევს, რომელმაც მათი გული სოციალური დახმარებების პროგრამით მოიგო.
ეკონომიურად უფრო წარმატებული ბრაზილიელების ფავორტიტი ნევესი გახლავთ, რადგან თვლიან, რომ მისი პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეძლებს. ისინი მოქმედი ხელისუფლების ინტერვენციული მეთოდით არიან უკმაყოფილო, რომლის ფარგლებშიც ბენზინზე ფასების კონტროლი და მაღალი გადასახადები დაწესდა.
ექსპერტების აზრით, ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებაში გადამწყვეტ როლს ბრაზილიის სამრეწველო სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონების საშუალო ფენა ითამაშებს.
შაბათს ესიო ნავესი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მშობლიურ შტატ მინას-ჟერაიში გაემგზავრა, სადაც ის გუბერნატორის პოსტს ორჯერ იკავებდა. ნევესმა თავისი ბაბუის ტანკრედოს საფლავიც მოინახულა, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტად 1985 წელს აირჩიეს, თუმცა პოსტის დაკავებამდე გარდაიცვალა.
დილმა რუსეფმა, ბრაზილიის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა , თავისი საარჩევნო კამპანიის უკანასკნელი დღე სამხრეთში, ქალაქ პორტუ-ალეგრიში გაატარა. ამ ქალაქში მშრომელთა პარტიის პოზიციები ტრადიციულად ძლიერია.
შეგახსენებთ, პირველ ტურში რუსეფს გარკვეული უპირატესობა ჰქონდა თავის მოწინააღმდეგეზე. პირველ ტურში დილმა რუსეფმა ხმების 41,5 %, ხოლო ესიო ნევესმა ხმების 33,5 % დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები