პეტრო პოროშენკო სამართალდამცველებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სამართალდამცავებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” დეპუტატობის ორ კანდიდატზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
“წესრიგი განისაზღვრება არა “კანონიერი ქურდების” და ბანდიტების არსებობით, არამედ, სამართალდამცავების უნარით, დაუპირისპირდნენ მათ”, – განაცხადა პოროშენკომ. მანვე პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.
შეგახსენებთ, რომ “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” დეპუტატობის კანდიდატებს და ყოფილ ჟურნალისტებს, სერგეი ლეშენკოს და მუსტაფა ნაიემს დაუდგენელი პირები კიროვოგრადის ოლქში თავს დაესხნენ. როგორც მუსტაფა ნაიემმა განაცხადა, მათ ავტომობილს შვიდმა პირმა ქვები დაუშინა და მინები ჩაუმსხვრია. მანქანაში მსხდომებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები