“ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 19 პაკეტი ეფექტური არ არის – დარჩენილია თანამშრომლობა ენერგეტიკის, სასუქების და სხვა იმ სფეროებში, რომლებიც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იყო” – ქადაგიშვილი
“ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 19 პაკეტი ეფექტური არ არის, ამ სანქციების მიუხედავად, დარჩენილია თანამშრომლობა ენერგეტიკის, სასუქების და სხვა იმ სფეროებში, რომლებიც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იყო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ჩრდილოვანი ვაჭრობაცაა, რაც გამოიხატებოდა სანქცირებული ღვინის ექსპორტით რუსეთში.
“ამ თვალსაზრისით ბალტიისპირა სახელმწიფოები გამოირჩეოდნენ. ეს კიდევ იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ორმაგ სტანდარტთან, არამედ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან. ოკუპირებულ სახელმწიფოსგან ითხოვდნენ, რომ რუსეთისთვის პირდაპირი სანქციები დაგვეწესებინა. ის არ იკმარეს, რომ საერთაშორისო სანქციების წესებს ვიცავთ და ჩვენ პირდაპირი სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის გამანადგურებელი იქნებოდა და მას მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა. ეს აჩვენებს, რომ უცხოეთიდან ნათქვამი ყოველთვის საუცხოო არ არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.