გურამ მაჭარაშვილი – ამერიკის პრეზიდენტი არ მალავს, რომ ევროპა უსამართლოდ იქცევა – ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ და ენჯეოსექტორი სად არიან? რატომ არ ამბობენ, რომ ტრამპი ანტიევროპულ განცხადებებს აკეთებს
“ამერიკის პრეზიდენტი არ მალავს, რომ ევროპა უსამართლოდ იქცევა, ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“, ენჯეოსექტორი სად არიან? რატომ არ ამბობენ, რომ ტრამპი ანტიევროპულ განცხადებებს აკეთებს“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„რუსეთში ევროპიდან მილიარდები შედის, ამ დროს კი, რუსეთს უკრაინაში ომი აქვს და ჩვენ გვეუბნებიან, რუსეთს დავუპირისპირდეთ. ევროპა რუსეთს მილიარდებით კვებავს მაშინ, როცა ვითომ გვერდით განუდგა. წინა ადმინისტრაციის დროს რუსეთის მოქალაქეების 66 პროცენტს ამერიკის ვიზა ჰქონდა, საქართველოს 33-პროცენტიანი. როგორ გავიგოთ, რომ ამერიკა რუსეთთან დაპირისპირებულია და პარტნიორობა ჩვენთან უნდოდა?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.