“4 ოქტომბერმა ის აჩვენა, რომ გადატრიალების და რევოლუციის იდეა გადატყდა” – გურამ მაჭარაშვილი
“4 ოქტომბერმა ის აჩვენა, რომ გადატრიალების და რევოლუციის იდეა გადატყდა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც გაიგეს.
“უცხოეთშიც კარგად მიხვდნენ, რომ მათი აქაური წარმომადგენლები არაფრის გამკეთებლებინარ არიან. დასავლეთის მხრიდან ამ დღის ადეკვატური შეფასება როგორ მოხდებოდა, როცა თავად მათი მხრიდან იყო დაფინანსებული. მათი პოზიცია იყო, უფრო მეტი რადიკალიზაცია რატომ არ იყო. დასავლეთის მიერ დაფინანსებულმა, აქაურმა ე.წ. პროფესორმა თქვა, რატომ არ იყო მსხვერპლიო. ეს მათი სახეა, ასეთმა პროფესორმა სტუდენტებს რა უნდა ასწავლოს?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.