უკრაინის ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა

  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,35% შეადგინა. ყველაზე მაღალი აქტივობა, 25-26% კიროვოგრადის ოლქში დაფიქსირდა. კიევში კი 15:00 საათისთვის, ხმა ამომრჩეველთა 24,01%-მა მისცა.
უკრაინაში დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
სოციოლოგების პროგნოზით, საპარლამენტო მარათონის უპირობო ლიდერია “პეტრო პოროშენკოს ბლოკი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები