“განადგურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე ამოღებული, რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება”, – ამის შესახებ პროკურორი, როინ ხინთიბიძე აცხადებს.
როგორც პროკურორი განმარტავს, ეს შემდგომშიც გაგრძელდება.
“მინდა, განვაცხადო, რომ პროკურატურას აქვს მკაცრი პოზიცია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებისა და ხელშემწყობების მიმართ, რაც გაგრძელდება მომავალშიც”, – აღნიშნავს პროკურორი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეა სამინისტრომ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი გაანადგურა – საუბარია 926 კილოგრამ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკზე.