“არის რეალური აღიარება იმის, რომ ქვეყანაში არსებობს 300 კაცის პროტესტი, რომელიც საკუთარ მოქმედებებს თავს ახვევს მთელ საქართველოს, აფერხებენ მოქალაქეთა გადაადგილებას, როცა ამისი საჭიროება არ არსებობს” – შარმანაშვილი

“ტროტუარზე აქციის ჩატარება არ იკრძალება – თუ ის რაოდენობა არ არის, რაღაც ჯგუფი გამოეყო აქციას და გადაკეტა გზა, [პოლიცია] მთელ აქციას გააფრთხილებს, რომ „აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, კანონიერ ჩარჩოებს დაუბრუნდით, თუ არ დაუბრუნდებით, შესაბამის ზომებს მივიღებთ“. თუ ამასაც არ დაემორჩილებიან, მერე რა ხდება, ესეც კანონში წერია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

კერძოდ, ის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

„ტროტუარზე აქციის ჩატარება არ იკრძალება. [ტროტუარზე] არ უნდა შექმნა მოქალაქეების გადაადგილების ხელოვნური ბარიერი თუ არ ხარ იმ რაოდენობის, როცა აუცილებელია. თორემ სულ ახლახან იყო აქცია, საკმაო რაოდენობის ადამიანები შეიკრიბნენ, რამე პრობლემა შეექმნათ? არა.

თუ ის რაოდენობა არ არის, რაღაც ჯგუფი გამოეყო აქციას და გადაკეტა გზა, [პოლიცია] მთელ აქციას გააფრთხილებს: თქვენმა აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, ან კანონიერ ჩარჩოებს დაუბრუნდით და თუ არ დაუბრუნდებით, შესაბამის ზომებს მივიღებთ“. თუ ამასაც არ დაემორჩილებიან, მერე რა ხდება, ესეც კანონში წერია.

ეს არის რეალური აღიარება იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს 300 კაცის პროტესტი, რომელიც საკუთარ მოქმედებებს თავს ახვევს მთელ საქართველოს, აფერხებენ მოქალაქეთა გადაადგილებას, როცა ამისი საჭიროება არ არსებობს – ამას ვაღიარებთ.

300 კაცის პროტესტმა პირადად მე კი არ შემაფერხა, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, თავისი დღის წესრიგით ატრიალოს ქვეყანა და შელახოს სხვათა უფლებები თავის ჭკუაზე. თუ ისინი მოიპოვებენ მხარდაჭერას და იმ დღეს შეიკრიბება ის რაოდენობა, სადაც გზის გადაკეტვა იქნება აუცილებელი, პოლიცია ამას ხელს შეუწყობს. თუ ამის ხელოვნურად გაკეთებას დაიწყებენ და სხვათა უფლებებს შეზღუდავენ, იმის გამო რომ მათ იმ წუთში ასე მიაჩნიათ, მაშინ გააფრთხილებენ, გონივრულ ვადას და დროს მისცემენ – თუ წინააღმდეგობას გაუწევენ და ამ დესტრუქციულ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მაინც გააგრძელებენ, მერე კანონით და კონსტიტუციაში არის განსაზღვრული, რაც მოხდება”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ცვლილებების თანახმად, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები