თენგიზ შარმანაშვილი – ბრიტანეთის ელჩის გზავნილებზე: როდესაც მე მაქვს არგუმენტები და შენ ლოზუნგებით მელაპარაკები, მაშინ დიალოგი ვერ შედგება

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ბრიტანეთის ელჩის გზავნილებს გამოეხმაურა.

„გაქვს რამე პრეტენზია, ვინმემ გითხრა უარი რომ დავჯდეთ და საგნობრივად გავიაროთ?! თუ შენ დამისაბუთებ რომ რაღაცაში ვცდები, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად არ ვიქცევი და მე ვერ ვუარყოფ ამ დასაბუთებას, მაშინ, კეთილს ვინებებ, წავალ და ამას გამოვასწორებ. მაგრამ, როდესაც მე მაქვს არგუმენტები და შენ ლოზუნგებით მელაპარაკები, მაშინ ეს დიალოგი ვერ შედგება“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის და ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მათი ცნობით, ელჩის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი იყო:
,,გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაბრუნდება ევროატლანტიკურ გზაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები