პროშენკო: უკრაინელი ხალხი დღეს ძალიან პასუხისმგებლიან არჩევანს გააკეთებს

 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
პოროშენკოს თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს არჩევნები, რომელიც ევროპული დემოკრატიის სტანდარტებს შესაბამება.
“მე ხმა მივეცი მომავალს, ევროპული მიმართულებით განვითარებას, ხელისუფლების განახლებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვეყოლება ახალი მთავრობა, ახალი ევროპული კოალიცია და ახალი პარლამენტი. იმედი მაქვს, მე შევძლებ ძლიერი, პროევროპული, პროუკრაინული და დემოკრატიული კოალიციის ფორმირებას. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი დღეს ძალიან პასუხისმგებლიან არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინაში დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები