მოლას ათი წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

  Associated Press-ის ინფორმაციით, ავღანეთში კუნდუზში მაცხოვრებელ ავღანელ მოლას მუჰამედ ამინს, 10 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენი მოსამართლემ ქაბულში გამოიტანა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ამინმა სამი გოგონა მეჩეთში დალაგების საბაბით მოტყუებით შეიყვანა, შემდეგ კი მათი გაუპატიურება სცადა.
ორმა პოტენციურმა მსხვერპლმა გაქცევა მოახერხა. ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, მოლა გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. დაზარალებული გოგოს ნათესავებმა და ასევე ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაჩენი ავღანეთში ქალზე სექსუალური ძალადობის უფლებების იშვიათ გამარჯვებად გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ ავღანეთში ოთხი ქალის ჯგუფური გაუპატიურებისთვის ხუთი კაცი ჩამოახრჩვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები