უკრაინაში მიმდინარე არჩევნებზე ოფიციალური მონაცემებით 36 დარღვევა დაფიქსირდა

   უკრაინის შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში მიმდინარე რადას არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით უწყებაში ამ დროისთვის 36 შტყობინება შევიდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი იაროვის ინფორმაციით, შეტყობინებები ძირითადად დეპუტატობის კანდიდატების მიმართ არასამართლიანი და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას, ამომრჩევლების მოსყიდვას და დანაღმულ საარჩევნო უბნებს ეხება.
„დღეს 12:30 (მოსკოვის დროით) შემოსულია 36 შეტყობინება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სხვა დარღვევის შესახებმ რომლებიც არჩევნების პროცესს ეხება“, – განაცხადა იაროვმა. მისივე თქმით, შვიდი შეტყობინება კიევიდან, სამ-სამი – ვინიცკოიდან, ნიკოლაევსკიდან, ოდესიდან და ხარკოვიდან, დანარჩენი რეგიონებიდან.
იაროვის თქმითვე, მილიცია ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს.
„ზაკარპასკში აყვანილია ტერორისტთა ჯგუფი. ახლა კვლევითი სამუშაოები ტარდება“, – განაცხადა იაროვმა.
რადაში სულ 423 დეპუტატი უნდა აირჩიონ. ხუთწლიანი ვადით მაჟორიტარულ ოლქებში 198, პარტიული სიებით კი ის 225 დეპუტატი იქნებიან არჩეულიები, რომელიიც 5% ბარიერს გაივლიან. უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ ლუგანსკში და დონეცკში სამხედრო კონფლიქტის გამო არჩევნები არ ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები