დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ავღანეთში სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულეს

  ავღანეთის ტერიტორიაზე დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მისიის დასრულების ცერემონიაზე საერთაშორისო კონტინგენტის შტაბთან აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დროშები ოფიციალურად დაეშვა.
ინგლისის სამხედრო ბაზა Camp Bastion, რომელიც ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში მდებარეობდა, უსაფრთხოების ეროვნულ ძალებს გადაეცა.
უწყების ინფორმაციით, 2001 წლიდან სამხედრო ოპერაციის დროს 453 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები