გია აბაშიძე: ამერიკის FARA-ს კანონმა კვლავ აჩვენა, რომ “ნაცმოძრაობის” ე.წ. მხარდაჭერა დასავლეთის ცალკეულ მედიასაშუალებებში და პოლიტიკოსებში, ნაყიდია საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად
“აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ „ნაცმოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, PR – კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საგულისხმოა ლობისტების მიერ განხორციელებული შეხვედრები მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ სტატიებს „მეგობარი აქტის“ შესახებ და თემის ხელოვნურად წამოწევას უწყობდნენ ხელს.
“ამერიკის FARA-ს კანონმა კვლავ აჩვენა, რომ “ნაცმოძრაობის” ე.წ.მხარდაჭერა დასავლეთის ცალკეულ მედიასაშუალებებში და პოლიტიკოსებში, ნაყიდია საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. ეს რაც ლობისტური ოფიციალური დოკუმენტებიდან ჩანს. უცნობია ჩრდილოვნად თუ რა ფინანსურ-მატერიალური სარგებელი მიიღეს კოლექტიური “ნაცებისგან” ჯო უილსონის მსგავსმა
ნამუსგარეცხილმა პერსონაჟებმა. და მაინც, რა ტყუილად ხარჯავენ კოლოსალურ რესურსებს უსამშობლო ელემენტები, რადგან მათ არც პოლიტიკური მომავალი აქვთ და ზოგიერთ მათ ლიდერს გისოსებიანი სივრცეები ელოდება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ „ნაცმოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, PR – კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. საგულისხმოა ლობისტების მიერ განხორციელებული შეხვედრები მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ სტატიებს „მეგობარი აქტის“ შესახებ და თემის ხელოვნურად წამოწევას უწყობდნენ ხელს.
მედიასაშუალებებს შორის არიან, Washington Examiner, Reuters, Newsmax, The Hill და სხვები, რომლებიც აქვეყნებენ კრიტიკულ სტატიებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. აღნიშნული იწვევს ეჭვს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიური ნივთიერება, კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მედია საშუალებები (Washington Examiner, The Hill) აკეთებენ აქცენტს ბიბისის სიუჟეტში გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებზე საქართველოს მთავრობის მიმართ. დოკუმენტებით ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისთან, ასევე კომუნიკაცია ფიქსირდება ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც.”- წერს აბაშიძე.